03:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 15:40:09, 581 ნახვა

სხვადასხვა
სოფელ კაპნისთავში შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი აღმოაჩინეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი აღმოაჩინეს. ძეგლი ზღვის დონიდან 220-230 მ-ზე მდებარეობს. 11 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო, 128 კვ/მეტრზეა განთავსებული.

მარანი VI-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი არის როგორც ქართული, ასევე სავარაუდოდ ბიზანტიური სტილის. მარანი ადგილობრივმა ხასან კახიძემ თავის საკარმიდამო ნაკვეთში 2 კვირის წინ აღმოაჩინა. არქეოლოგები ამ დროისათვის ეგრეთწოდებულ „მარნის უბანში“ და იქვე, შედარებით ქვევით მდებარე ობიექტზე ე.წ. ყურღელეში მუშაობენ, სადაც ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთებია ნაპოვნი. ამ ძეგლის აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აჭარის რეგიონს აქვს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. სოფელ კაპნისთავში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics