2015-01-20 13:57:21, 663 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური Euromoney-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Euromoney-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალია და მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების, კორპორაციების, სამთავრობო და ფინანსური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან