|
2015-05-25 17:37:14, 650 ნახვა
სხვადასხვა
მე დამპატიჟეს ჩემი ცოლი არა - დავით მაღრაძე დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებს არ დაესწრება
პოეტი დავით მაღრაძე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამთავრობო მიღებასა და კონცერტს არ დაესწრება. დავით მაღრაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ მასთან ერთად მის მეუღლეს დაგეგმილ ღონისძიებებზე მოსაწვევი არ მიუღია. „მე საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს ეროვნული ჰიმნის ტექსტის ავტორი არ ვიღებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამთავრობო მიღებასა და კონცერტზე. რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს ჰყავს უკულტურო კულტურის მინისტრი, რომელმაც სამწუხაროდ, არ იცის რომ ასეთი მნიშვნელობის დღესასწაულზე მეუღლესთან ერთად უნდა დაპატიჟონ ხელოვანი ადამიანები. რადგან ასეთი მნიშვნელობის დღესასწაულები ოჯახებთან ერთად აღინიშნება. ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ვიზეიმებ ჩემი სამშობლოს დამოუკიდელობის დღეს, მაგრამ ვინაიდან მოწვევა მოვიდა მხოლოდ ჩემზე, არ ვიღებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)