13:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 01:00:37, 1048 ნახვა

სპეციალური ანონსი
7 ივლისის ანონსი

7 ივლისს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიო ჩემპიონი, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი საქართველოში დაბრუნდება.საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599874774

7 ივლისს, 11:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდება. დაგემილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენა.

7 ივლისს, 12:00 საათზე, მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. მის.: მცხეთა, წერეთლის ქუჩა (ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია)

7 ივლისს, 13:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება.მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. N52 თემა: ”ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ყველა შესაძლო ხერხით, შეებრძოლება სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას, სკოლების გენდერიზაციას”.საკონტაქტო პირი: ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მურჯიკნელი - 598 38 02 07

7 ივლისს, 16:30 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ამერიკის ელჩი ეწვევა, რომელიც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და გაერთიანების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდება. 

7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნება. 

7 ივლისს, 21:00 საათზე, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლებული თბილისის ისტორიის ღონისძიება გაიხსნება, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრებიან.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics