2017-06-03 16:09:51, 963 ნახვა
სხვადასხვა
საბავშვო გამოფენა-ფესტივალზე 12 წლის ელენე ჯიჯიაშვილის პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„პატარა ხელებით“ - ამ სლოგანით განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე საქველმოქმედო გამოფენა-ფესტივალი გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 12 წლის ელენე ჯიჯიაშვილის პირველი წიგნის “ლას კორის თავგადასავალის“ პრეზენტაცია.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდში.
ამავე ფესტივალის ფარგლებბში გაიმართა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტი, პანტომიმის თეატრის წარმოდგენები და სხვადასხვა სახალისო აქტივობა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან