12:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 14:22:56, 1720 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
Freedom House: პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალია“

პრესის თავუსუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავუსუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის, ამის შესახებ საეთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პრესის თავუსუფლების ინდექსი წინა წელთან შედარებით უცვლელია.

აღნიშნულ ინდექსში საქართველომ 100-დან 50 ქულა მიიღო. გარდა ამისა, ანგარიშში ასევე საქართველოს საკანონმდებლო (13/40), პოლიტიკური (21/40) და ეკონომიკური (16/30) გარემო შეფასდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნები, სადაც მედია გარემო სრულად თავისუფალია მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენენ. ესენია - ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ესპანეთი, იტალია, ფინეთი, ლატვია, ლიტვა და სხვები.

ქვეყნები, სადაც მედია გარემო თავისუფალი არ არის 45% შეადგენენ, ესენია: აზერბაიჯანი, ყირიმი, კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, თურქმენეთი და უზბეკეთი, რუსეთი, თურქეთი, არაბეთი, ყაზახეთი, ცენტრალური აფრიკა, ლიბია, მოროკო, კონგო და სხვა.

ქვეყნები, სადაც მედია გარემო ნაწილობრივ თავისუფალია - საქართველო, ინდონეზია, ინდოეთი, ავღანეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, სერბეთი, ნიკარაგუა, ბოლივია, ბრაზილია, პერუ, სომხეთი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics