11:04 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 12:02:54, 502 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური ყაზახური კომპანია „ KazTransOil“-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახური კომპანია  KazTransOil-ის გენერალურ დირექტორს კაირგელდი კაბილდინს შეხვდა.

ფინანსთა სამინიტროს ინფორმაციით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა განიხილეს.

უწყების ცნობით, სტუმრების მხრიდან საუბარი ასევე შეეხო ყაზახურ ჰოლდინგ „Batumi Terminal Limited“-ში შემავალ კომპანიებში: შპს „ბათუმის ნავთობტერმინალსა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და პრობლემის გადაჭრის გზებს. 

როგორც შეხვედრაზე ყაზახური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ჰოლდინგში იგეგმება რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები, რომლის დასრულების შემდეგ,  კომპანია გააგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას და აღებული ვალდებულებების შესრულებას.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება და ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ გააუმჯობესონ და გააფართოონ პარტნიორული ურთიერთობები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics