2015-04-04 09:46:28, 514 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2574 ლარი გახდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა.
ოფიციალური კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.2574 ლარს შეადგენს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2451 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0123 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
დღეს 1 ევრო 2.4576 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4292 ლარს შეადენგდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან