09:45 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:03:19, 540 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი მარგველაშვილი: კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ კითხვა ჩნდება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში  ხაზგასმული ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ კითხვები კვლავ აქტუალურია. 

პრეზიდენტი კონკურენციის სააგენტოს  საქმიანობის ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ ვკითხულობთ: ‘’ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების - საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’.
-საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც  იგივე აზრზეა. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს  საქმიანობის ეფექტიანობის  შესახებ.

როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობისა და დასაქმებისთვის.

“სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“ აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა, ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics