14:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 20:09:51, 476 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე მომხდარი მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ჯეიხუნ გ, 1991 წელს დაბადებული ჩარკაზ მ, 1988 წელს დაბადებული ადილ კ, 1985 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1987 წელს დაბადებული მერაბ მ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 22 მარტს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე 2 ავტომანქანით მოძრაობდნენ, თავს დაესხნენ იმავე მაგისტრალზე მოძრავი „მერსედესი“-ს მგზავრებს.

"აღნიშნულ ავტომანქანაში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ბრალდებულებმა ერთ-ერთი მგზავრი - 1980 წელს დაბადებული ნარიმან მ. ცივი იარაღით დაჭრეს, ავტომანქანიდან 160 ათასი აზერბაიჯანული მანათი, 45 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნარიმან მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",-განმარტავენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics