2015-03-15 14:34:46, 672 ნახვა
სამართალი
კასპში დაკარგული 14 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში დაკარგული 14 წლის თორნიკე გახელაძე ე.წ. მუხიანის ტყეში ხეზე ჩამომხვრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარს გორის პროზექტურაში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახის წევრები და ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგული სოფელში ბოლოს, ორ უცხო პირთან ერთად ნახეს.
ადგილობრივების განცხადებით, თორნიკე გახელაძე გაუჩინარების დღეს სოფლის მაღაზიაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში მივიდა და ტანსაცმელი გამოიცვალა. ამის შემდეგ მოზარდის კვალი დაიკარგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან