12:47 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 16:52:48, 417 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. ის უწყებაში დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მას ჟურნალისტებთან სამართლებრივ პროცედურებზე არ უსაუბრია და მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გააკეთა. 
"ეს ადამიანები თავის უშუალო მოვალეობას არ ასრულებენ, რაც მათ გაუკეთებიათ ეს არის, რომ შენობა გაურემონტებიათ.იღებენ მაღალ პრემიებს და საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, დღეს ქართველ ხალხს რა სჭირდება, რომ საქართველოს დღეს სჭირდება შველა, რომ საქართველოს ეკონომიკას დღეს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი ცხოვრობდეს უკეთეს ქვეყანაში.ესენი არიან სუყველა ამ შენებოდან გამოსაშვები იმიტომ, რომ ერთადერთი ამათი დანიშნულება და მოქმედება არის, რომ მოიწყონ პირადი კომფორტი, აიღონ მაღალი პრემიები, რაც შეეხებოდა საქმეს იყო უბრალო ფორმალობა",-განაცხადა დავით კირკიტაძემ.
სამართლებრივ პროცედურებზე კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კირკიტაძეს ბრალის დადგენილება გააცნეს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძეს ჰკითხეს-ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს.
"ბრალდება, ანუ ასლი, რომელიც მას წარედგინა რამდენიმე დღის წინ, გააცნეს შინაარსი მიუხედავად იმისა, რომ იგი იცნობდა აღნიშნული ბრალდების შინაარსს.იყო კითხვა-ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ აღნიშნულ ბრალდებაში. რა თქმა უნდა, იყო პასუხი რომ არ ცნობდა დამნაშავედ თავს. შემდგომ შეადინეს ოქმი გირაოს შემტანის გაფრთხილებასთან დკაავშირებით.რაც შეეხება ჩვენებას, იყო ძალიან სიმბოლური, სადაც დაფიქსირდა, რომ არ ვცნობდით თავს დამნაშავედ, დეტალურ ინფორმაციას მტკიცებულებებთან ერთად წარვადგენდით სასამართლოში",-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დავით კირკიტაძე დღეს უნდა დაკითხულიყო. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც კირკიტაძეს ბრალის დადგენილება წარუდგინეს,  მან  დაკითხვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, კირკიტაძეს  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics