03:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 16:05:03, 700 ნახვა

სხვადასხვა
პოლონელმა ოლიმპიელმა თავისი ვერცხლის მედალი სიმსივნით დაავადებული ბავშვის დასახმარებლად გაყიდა

პოლონელმა ოლიმპიელმა, რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა პეტრ მალახოვსკიმ თავისი ვერცხლის მედალი სიმსივნით დაავადებული ბავშვის დასახმარებად აუქციონზე გაყიდა, - ამის შესახებ სპორტსმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

თავად სპორტსმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალი 126 ათას დოლარად გაიყიდა.

მედლის გაყიდვის გეგმის შესახებ მალახოვსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისი თქმით, მან ერთ-ერთი ქალისგან მიიღო წერილი, სადაც ის წერდა, რომ მის 3 წლის შვილს სახელად ოლეკი თვალში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს.

“რიოში მე ოქროსთვის ვიბრძოდი. ახლა მე ყველას მოვუწოდებ, ვიბრძოლოთ რამე უფრო ღირებულისთვის”, - დაწერა მალახოვსკისმ აუქციონის გამოცხადებისას.

პეტრ მალახოვსკი დისკოს ტყორცნაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლის მედალის მფლობელია. თავისი პირველი ვერცხლის მედალი მან პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics