2016-08-08 18:16:44, 690 ნახვა
სხვადასხვა
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადა მოგებით დაიწყო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა გამართა.
მან 73 კგ. წონით კატეგორიაში კუბელი მაგდიელ ესტრადა იპონით დაამარცხა, რის შედეგადაც მერდვედფინალში გადავიდა.
ქართველი სპორტსმენი მერვედფინალში ჩამარა რეპიალაჯესა და ბენჟამინ უოთერჰაუსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ბრაზილიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში საქართველო 40 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ისინი სპორტის 13 სახეობაში იღებენ მონაწილეობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან