2016-07-05 11:02:56, 625 ნახვა
სხვადასხვა
ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში გააგრძელებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია კარიერას "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში გააგრძელებს.
გამოცემა sbnation-ის ცნობით, ფაჩულიას კონტრაქტი 1-წლიანია და ის ამ დროის განმავლობაში 2,9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია წინა სეზონში "დალასში" გამოდიოდა. ამიერიდან კი, იგი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წევრი გახდება.
"გოლდენ სტეიტი" ამ წლის სუპერფინალის მონაწილე და შარშანდელი წლის NBA-ს ტრიუმფატორია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან