2016-06-09 14:05:41, 754 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი სპორტის სასახლე აშენდება
ბათუმში ორდარბაზიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე აშენდება.
ამის შესახებ აჭარაში ვიზიტით მყოფმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა მწვრთნელებს და სპორტსმენებს. სკოლაში სპორტის 25 სახეობაში ყოველდღიურად 2 500 ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.
კომპანია სოკართან გაფორმებული სასპონსორო მემორანდუმის შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბათუმის სასპორტო სკოლა მოინახულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან