13:13 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 11:27:29, 527 ნახვა

რეგიონი
აჭარის 2016-2020 წლების სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა

აჭარის 2016-2020 წლების სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა.

როგორც „ექსპრენსიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული დოკუმენტი აჭარის მთავრობისათვის რეგიონში  სოფლად განვითარების მიმართულებით მთავარი სტრატეგიული დოკუმენტი  გახდება.

მათივე განმარტებით, სტრატეგიის მთავარი მიზანია არაურბანულ დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიღარიბის დონის შემცირება.

„სოფლის განვითარება მრავალ სფეროს მოიცავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება აღიქმება აჭარის რეგიონის განვითარების ფართო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად. სტრატეგიის დოკუმენტი 17 მაისს აჭარის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მასშტაბით პირველად შემუშავდა. იგი მომზადდა ევროკავშირის გამოცდილების, მის მიერ სოფლის განვითარებისათვის განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებების და პროგრამების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

აჭარის 2016-2020 წლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის და აჭარის ა/რ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის  - “ENPARD-აჭარა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ა/რ მთავრობის სტრაგეტეგიის შემმუშავებელი საბჭოსა და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics