13:13 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 14:57:23, 610 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შშ სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამა ამოქმედდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის 2016 წლის პროგრამა ამოქმედდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 10 მოზარდი ადაპტაციის კურსს სარეაბილიტაციო ცენტრ სანიტასში გადის.

დღეს, პროგრმის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელეა სურმანიძე გაეცნენ.

პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით პროგრამაში ბავშვის ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს უფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, ერთი კურსი მოიცავს 20 დღეს. მომსახურება ფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანმხლები პირის დღეში 10 ლარით.

პროგრამის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 36,000 ლარს. პროგრამა გათვალისწინებულია 40 ბენეფიციარზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics