2016-04-19 15:57:44, 930 ნახვა
კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე: საქართველოსთვის წლევანდელი წელი სტრატეგიულად გადამწყვეტია
„წლევანდელი წელი სტრატეგიულად გადამწყვეტია საქართველოსთვის“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ რაც მივიღეთ უელსის სამიტზე, ამის თაობაზე ქართულ საზოგადოებას აბსოლუტურად არაფერი გავაგებინეთ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. წლევანდელიწელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, სტრატეგიულად გადამწყვეტი წელი საქართველოსთვის, როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან