03:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 13:27:46, 1820 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის აეროპორტიდან დღეს 13 რეისი გადაიდო, ბათუმის აეროპორტიდან 3

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს 8 რეისი არ შესრულდა, ხოლო ბათუმიდან 3 რეისი გადაიდო. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აეროპორტების მმართველ კომპაია "ტავ-ჯორჯიაში" განუცხადეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 13 გადადებულ რეის შორის, არის თბილისი-თელ-ავივი, თბილისი-აბუდაბი, თბილისი-ბუბაი და თბილისი - შარჟა.

ბათუმიდან სამივე გადადებული რეისი უნდა შესრულებულიყო ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით.

28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივმა განაცხადა, რომ დარტყმების მთავარი მიზანი თეირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილებაა.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანის საზღვაო ფლოტისა და თავდაცვის ინდუსტრიის განადგურების განზრახვა და მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, დაემხო მოქმედი რეჟიმი. შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, მისი ოჯახის სულ მცირე ოთხი წევრის და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალების შესახებ. ყველა მათგანი აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების სერიის შედეგად დაიღუპა.

დღეს დილით, 2 მარტს, ისრაელმა ლიბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics