14:29 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 15:19:43, 458 ნახვა

პოლიტიკა
ალენ ბერსე: CPT-ის ანგარიში შემაშფოთებელია, მას მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე.

ის ამბობს, რომ ამ დასკვნას მომდევნო კვირაში ადამიანის უფლებათა საბჭოზე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავს.

"დღევანდელი CPT-ის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე. არასათანადო მოპყრობას გამართლება არ აქვს. ამ დასკვნას მომავალ კვირაში განვიხილავ ადამიანის უფლებათა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. ევროპის საბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს რეფორმებს", - წერს ის X-ზე. 

ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა.

კომიტეტი დასკვნაში მიუთითებს, რომ დელეგაციის წევრებს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები იმ პირებისგან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დააკავეს - ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ შემთხვევაში - მძიმე დაზიანებები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. 

ანგარიშში აქციის მონაწილეების მონაყოლზე დაყრდნობით საუბარია ქართული ოცნების პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებაზე, მათ შორის, იდენტიფიკაციის ნიშნის მატარებელი პირების მხრიდან დაკავებებზე, დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე - კომიტეტი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ პოლიცია დაკავებისას მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ და პროპორციულ ძალას იყენებდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics