12:11 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-31 15:22:33, 538 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპს წარუდგინეს ირანზე თავდასხმის შესაძლო ვარიანტები

 Wall Sreet Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს წარუდგინეს ირანზე თავდასხმის შესაძლო ვარიანტები, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავეს პენტაგონმა და თეთრმა სახლმა. მათ შორის არის „მასშტაბური გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს რეჟიმის ობიექტებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე (IRGC) ფართომასშტაბიან დარტყმებს.

ხამენეის დაკავება, თუკი ვაშინგტონი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბევრად უფრო რთული ოპერაცია იქნება, ვიდრე მადუროს წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები, ირანში უსაფრთხოების გამკაცრებისა და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გამო.

თავის მხრივ, New York Times იუწყება, რომ თეთრ სახლში ამჟამად განიხილება არა მხოლოდ საჰაერო და სარაკეტო დარტყმები, არამედ სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლო რეიდებიც იმ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის განადგურებული.

ბოლო დღეებში ტრამპი და მისი მრჩევლები უფრო ფართომასშტაბიან სცენარებს განიხილავენ, ვიდრე ადრე იყო განხილული. მიზანი არის ირანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების სერიოზული დაზიანება ან ქვეყნის უზენაესი ლიდერის ინსტიტუტის დასუსტება.

ალტერნატიული სცენარები ასევე მოიცავს დარტყმებს ისეთ სამიზნეებზე, რომლებმაც შესაძლოა ქაოსი და შიდა არასტაბილურობა გამოიწვიოს და შექმნას პირობები ხამენეის შეცვლისთვის.

ისრაელი კი თავის მხრივ დაჟინებით მოითხოვს საკუთარ ვერსიას, რომელიც ირანის სარაკეტო სისტემაზე ერთობლივ, ფართომასშტაბიან შეტევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics