07:31 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-16 11:57:27, 491 ნახვა

სამართალი
შსს: ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი: 2004 წელს დაბადებული დ.თ. და 2004 წელს დაბადებული ნ.ფ. დააკავეს.

მათი ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებული დ.ფ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება ბრალდებულ ნ.გ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს რაც, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics