13:46 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 19:21:29, 1817 ნახვა

საზოგადოება
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება

თიბისის მობაილბანკი სიახლეებს აქტიურ რეჟიმში გთავაზობთ. უკვე გაეშვა განახლებული აპლიკაცია, რომლის მთავარი მიზანიც, მომხმარებლისთვის ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომის კიდევ უფრო გამარტივებაა. ახლა, შენი ყოველდღიური გადარიცხვები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ინტუიციურია.

ეს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. განახლებული გადარიცხვების გვერდი თავიდან ბოლომდე შექმნილია მობაილბანკში შენი ყოველი მოქმედების გასამარტივებლად.

ახლა, შენ უკვე მარტივად იპოვი საჭირო ანგარიშს - სიაში, ძიებით ან შენახული კონტაქტებიდან.

  • შეასრულებ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვას ერთი გვერდიდან, საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვა ბანკში ან უცხოეთიდან;
  • ნახავ ბოლო გადარიცხვებს და ხელახლა შეძლებ მათ შესრულებას რამდენიმე წამში;
  • დაამატებ ხშირად გამოყენებულ ანგარიშებს და შექმნი კონტაქტების შაბლონებს - ტრანზაქციების უფრო სწრაფად შესასრულებლად.

განახლებულ აპლიკაციაში, შაბლონების გვერდი ახლა უკვე კონტაქტების სახელით დაგხვდება და ეს შესაძლებლობას გაძლევს, ერთი კონტაქტის ქვეშ უკვე რამდენიმე ანგარიში შეინახო.  

ასევე, ახალი გადარიცხვების გვერდი ავტომატურ გადარიცხვებზე გამარტივებულ წვდომასა და მეტ კონტროლს გთავაზობს - გადარიცხვების დამატება და შესრულება უკვე ამავე სივრციდან შეგიძლია. დაგეგმე თითოეული გადახდის დღე წინასწარ.

აუცილებლად გადმოწერე თიბისის განახლებული მობაილბანკი და მიიღე  გადარიცხვების ახალი, სწრაფი და მარტივი გამოცდილება.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics