03:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 14:34:20, 6656 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის დეპუტატი წილოსანი - ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები

ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს ქვეყანა დირექტიული მმართველობისთვის გადაეცათ და ჩაებარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ არ უნდათ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„28 ნოემბრიდან ერთი წელი სრულდება, როდესაც სულ ტყუილად აყვირეს და აჩხუბეს ხალხი რუსთაველის გამზირზე, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადება თითქოს გულისხმობდა მოლაპარაკებების შეჩერების პროცესს. რეალურად კი, მათივე, მათ შორის ევროკავშირის ელჩის წერილშიც კი ვკითხულობთ, რომ ეს პროცესი ხუთი თვით ადრე ჰქონდათ მათ შეჩერებული. ამიტომ ამაზე დიდი აფერა არ არსებობს, რაც მათი მხრიდან შეჩერებული პროცესის ირაკლი კობახიძისთვის გადაბრალებაა. შესაბამისად, ერთი წლის თავზე კიდევ შეიკრიბებიან ის მოტყუებული თუ ძალით ამ პროცესში ჩართული ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ იტყვიან, ძალიან გთხოვთ, მოგვეცით დავალებები, დირექტივები, არ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics