14:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 14:08:12, 1457 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დანაშაული ჩაიდინეს, სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, დანაშაული ჩაიდინეს და სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს, – ამის შესახებ  ერთპარტიული პარლამენტის  საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯაფარიძის და ხაზარაძის შეწყალებით საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა.

„ქვეყნის პრეზიდენტი საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა იმ პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, არჩევნებიც ჩატარდება, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერ პროვოკაციას წერტილი დაესვას, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა. ამ უსუსტეს პოლიტიკურ ძალას იმის თავიც არ აქვს, ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ რაიმე რესურსი აქვთ, შეუძლიათ, ნაბიჯები გადადგან. ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას წარმატების მიღწევისთვის არანაირი ნიადაგი არ აქვს. რაც შეეხება ბულინგს და ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადიკალების დღის წესრიგი იმდენად ნეგატიურია, ერთმანეთის მიმართ იმდენად დიდ უპატივცემულობას გამოხატავენ და ისეთი რღვევაა დაწყებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომ აქ გასაკვირი არაფერია. საკუთარ პარტიაშიც არ ერიდებიან ისეთ რეპლიკებს, რომელიც თვითონვე შეურაცხყოფს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics