01:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 00:07:17, 2787 ნახვა

სპორტი
უზბეკეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

უზბეკეთის ნახევარმცველი ჯალოლიდინ მაშარიპოვი (მარცხნივ) ბურთს არაბთა გაერთიანებული საემიროების თავდამსხმელ ალი სალეჰს უპირისპირდება 2025 წლის 5 ივნისს აბუ დაბიში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს.
გაზიარება
ბეჭდვა

უზბეკეთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ჯგუფურ რაუნდში გუნდმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს ფრედ ითამაშა, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

ამგვარად, უზბეკეთი, რომელმაც ჯგუფში ირანის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ცენტრალური აზიის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

უზბეკეთს საკვალიფიკაციო ტურნირში კიდევ ერთი თამაში აქვს დარჩენილი: 10 ივნისს გუნდი ტაშკენტში კატარის გუნდს უმასპინძლებს. თუმცა, უზბეკებისთვის ეს მატჩი უკვე სიმბოლური იქნება - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთი უკვე ჩანთაშია.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, აზიის (AFC) რეგიონის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რაც სამით მეტია წინა მსოფლიო თასებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics