13:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 17:00:30, 2600 ნახვა

კომენტარი
ომში დაღუპული ჯარისკაცის და - ის სისხლი მტკივა შენ რომ ქვეყნის სიყვარულით გიდუღდა

ის სისხლი მტკივა შენ რომ ქვეყნის სიყვარულით გიდუღდა და ნაწამები სხეულისაგან გამოგაცალეს, ის გული მტკივა , რომელიც სამშობლოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისათვის ძგერდა და ამოგაცალეს, ის სხეული მტკივა რომლითაც ღირსეულად იბრძოდი სამშობლოს დასაცავად , გაწამეს (ჯერ ცოცხალი და მერე მკვდარი), ვერ დაგაჩოქეს , ვეერ შეურაცხგყვეს, ვერ გაგტეხეს, შენ ჩემი დაუჩოქელი სამშობლო ხარ, დაუჩოქელი სამშობლოს ღირსეული შვილი ხარ.

რამდენ ტკივილზე დავწერო კიდე? დედაზე, რომელიც შენს საფლავთანაც ვერ მომყავს, მამაზე, შენს ობლად დარჩენილ შვილებზე თუ იმ პატარა გოგოზე რომელიც ნაადრევად დაქვრივდა და დღეს უძლიერესი ქალი და შენი ორი იუნკერის დედაა, რამდენ ტკივილზე დავწერო,რომელიც რუსეთმა მოაყენა ჩემს სამშობლოს.

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს ერთდერთი დამნაშავე ყავს და ეს რუსეთია. ისტორიის მანძილზე არასოდეს ვყოფილვართ თავდამსხმელები,ყოველთვის ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვის , არსებობისთვის და იდენტობისთვის, მოღალატეებთან ერთად ყოველთვის გვყავდა გმირები…სამწუხაროდ დღეს ქართველებს ერთმანეთის სიძულვილი ვერ დაუთრგუნვიათ და მზად არიან საკუთარი სამშობლო ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაში დაადანაშაულონ. ძალიან მეამაყები , უზომოდ ძალიან და მადლობა კიდევ და კიდევ ამ ღირსეული თავგანწირვისათვის, ჩემო დაუჩოქელო გმირო. ასეა , ჩვენ სოფრომაძეებს ვერასოდეს დაგვაჩოქებს მტერი , ვერასოდეს.

 #რუსეთიოკუპანტია #რუსეთიმკვლელია - წერს 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, შმაგი სოფრომაძის და, სოფა სოფრომაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics