13:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 12:52:27, 1549 ნახვა

კომენტარი
ლეონიდ სლუცკი სააკაშვილის განაჩენზე - ეს იქნება გაკვეთილი ყველასთვის

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას გამოეხმაურა, რუსი დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის ამჟამინდელი ლიდერი ლეონიდ სლუცკი:

"ეს იქნება გაკვეთილი ყველასთვის, ვინც 30 ვერცხლად მზად არის რუსოფობიით, სახელმწიფო სუვერენიტეტით და დამოუკიდებლობით ივაჭროს. პირველ რიგში ეს ეხება უკრაინულ ხუნტას ზელენსკის ხელმძღვანელობით".

სლუცკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა დასავლეთისთვის საკუთარი ხალხის ინტერესების მიყიდვის გამო.

"USAID-ის ისტორია სამაგალითოა: საქართველოში მილიონობით დოლარი შედიოდა სამხრეთ კავკასიაში ანტირუსული პლაცდარმის შესაქმნელად. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენი აღმოჩნდა. გამყიდველი ხელისუფლება ისტორიის სანაგვეზეა მოსროლილი, მისი ლიდერები კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული მაქინაციებისა და დანაშაულების გამო მსჯავრდებულთა სკამზე დასხდნენ". – ამბობს სლუცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics