23:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 12:28:35, 812 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე ამაღლობელზე - არ შეიძლება ვიღაცამ ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელწმიფოზე

,,ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, არ შეიძლება ვიღაცამ ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელწმიფოზე“, — ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელზე

პოლიციელს ხელი სახეში გაარტყეს და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე.

„რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება. როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველამ პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებებს. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ სინანულს. პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავისი შეფასება", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics