13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 16:41:12, 831 ნახვა

კომენტარი
გაჩეჩილაძის ადვოკატი: თუ საჭირო გახდა, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს მივმართავთ

„შეხვედრიდან მოლოდინი გვაქვს, რომ კანონის ფარგლებში, ლევანს შესაძლებლობა მიეცემა შენობაში შევიდეს“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ახლადდანიშნული გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „მაესტროს“ რამოდენიმე ჟურნალისტმა ლევანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

„შეხვედრიდან მოლოდინი გვაქვს, რომ ლევანს შესაძლებლობა მიეცემა შევიდეს შენობაში და განახორციელოს ის ფუნქციები, რაც შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ევალება. საიჯარო ხელშეკრულებას რაც შეეხება, არც საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება ხელშეკრულების შესახებ, არც მეურვეს არ აქვს ეს ხელშეკრულება. ლევანისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა საუბარი რამოდენიმე ჟურნალისტთან, რომლებმაც მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებებისთვის მიმართვა. თუ საჭირო გახდა, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - აღნიშნა ჭკუასელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებენ თუ არა შენობაში აღსრულების ბიუროს მეშვეობით შესვლას, ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ იტყვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics