13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 14:59:27, 400 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამის ფარგლებში 28 ახალშობილი დაიბადა და ამჟამად 11 წყვილი შვილს ელოდება.

“ალექსანდრე 28-ე ბავშვია, რომელიც უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაიბადა. ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არა ერთი წყვილი გავახარეთ, დავეხმარეთ მათ, რომ მშობლები გამხდარიყვნენ და მათი ოცნება ასრულებულიყო. მომავალშიც გავაგრძელებთ ყველას მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები, გავა დრო და ყველანი სიამაყით ვიტყვით, რომ მოკრძალებული წვლილი გვაქვს შეტანილი როგორც ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში, ასევე დემოგრაფიის გაუმჯობესებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2024 წელს გაიზარდა პროგრამის “უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა" ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე. პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

პროგრამა 2022 წელს დაინერგა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics