03:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 10:32:22, 394 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს

დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც უკვე მეოთხედ უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, წლევანდელი კვირეულის თემაა - „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. 

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე მხოლოდ ფეხითმოსიარულეები იმოძრავებენ, რომელთაც სხვადასხვა აქტივობაში შეუძლიათ ჩართვა. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება ავტობუსების გამოფენაც.

ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 და 21 სექტემბერს, 01:00 საათზე ესტუმრონ თბილისის მეტროს, ხოლო 21 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობაზაში ვიზიტი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა.

21 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, იმიტირებული ველორბოლა ჩატარდება. 

ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცემათ",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics