2024-08-02 13:41:44, 481 ნახვა
სპორტი
გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (100+) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია.
თუშიშვილმა მერვედფინალში სენეგალელი მეტოქე მბაგნიკ ნდიაე რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა.
ოლიმპიადის მომდევნო ეტაპზე გურამ თუშიშვილის მეტოქე ლეგენდარული ტედი რინერი იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს ამ დროისათვის 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,