12:48 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 10:46:04, 558 ნახვა

სამხედრო
ბათუმს დღეს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვევა

ბათუმში დღეს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ჩავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.

"ბათუმს 4 ხომალდის შემადგენლობით ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ეწვია, რომლებიც ერთობლივ და საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ სანაპირო დაცვის ხომალდებთან ერთად. ეს არის გათვალისწინებული ნატო-ს კალენდრით და მიმართულია სანაპირო დაცვის ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისკენ. შაბათს ჩამოვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის კონტრადმირალი ბატონი ჯორჯო ლაციო, რომლის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას", - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

„ამჟამად ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატო-ს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“, 2010 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics