14:09 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 15:37:39, 368 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 7-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი, დამატებით 7-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, დალი ქიქავამ მიულოცა. წელს პროგრამით უკვე 49 ოჯახმა ისარგებლა, წლის განმავლობაში სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

"მიმდინარე წელს თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე, პროგრამის ბიუჯეტი 5 016 840 ლარია.

სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე საცხოვრისი 760-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics