11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 11:32:33, 440 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ASTANA STARS-ის მონაწილე გოგონათა ბენდ „117“-ს შეხვდა

შუახევის მერი ომარ ტაკიძე დუბაის საერთაშორისო ფესტივალის, სახელწოდებით ASTANA STARS მონაწილე გოგონათა ბენდ "117"-ს შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გოგონათა ბენდს 11-18 წლის კატეგორიაში - II ადგილის დიპლომი გადაეცა.

"ფესტივალში რამდენიმე ქვეყნის ინსტრუმენტალური, ვოკალური, ქორეოგრაფიული, ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი, ანსამბლი და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი "117", კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი ოფიციალურად 13 აპრილს გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გაიმართა. 

ბენდი "117" 2022 წელს ჩამოყალიბდა და მის რეპერტუარში შედის როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები.

ბენდთან ერთად, დუბაის საერთაშორისო ფესტივალზე მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე და ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე იმყოფებოდნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics