11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-04 17:03:59, 319 ნახვა

რეგიონი
„ხალხური რეწვა აჭარაში“ - ბათუმში კიდევ ერთი ახალი წიგნი მზადდება

„ხალხური რეწვა აჭარაში“ - ამ სახელწოდებით ბათუმში ახალი სახელმძღვანელოს მომზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კორორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ახალ სახელმძღვანელოს რეგიონში არსებული და მივიწყებული რეწვის დარგების პოპულარიზაციის მიზნით ამზადებს.

"წიგნის მოსამზადებლად აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა.  მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. წიგნის ბეჭდვა მაისის ბოლომდე იგეგმება. 

„ხალხური რეწვა აჭარაში“ რიგით მეხუთე წიგნია, რაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოამზადა. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“ და „ხალხური თამაშობები აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka-ზე შეუძლიათ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics