14:54 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-15 16:33:09, 810 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი კიდევ 7-მა ეკომიგრანმტა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 7-მა ეკომიგრანმტა ოჯახმა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ინიციატივით, მიმდინარე წელს თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე, 2023 წელს აღნიშნული თანხა 40 000 ლარს შეადგენდა.

"საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. 

მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 34.2%-ით გაიზარდა და 5 016 840 ლარს შეადგენს.

სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

სამინისტრო პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე საცხოვრისი 726-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით",- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics