12:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 18:34:49, 598 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე:რეცეპტი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი და მეტი ტურისტი

„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ რეცეპტი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს  არის მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი და მეტი ტურისტი“,-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანაა, ლარის გაუფასურების შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა არ დაუშვას.
„ეროვნული ბანკის ამოცანაა, ერთის მხრივ არ დავუშვათ ლარის გაუფასურების შედეგად ფასების საერთო დონის ზრდა  და მეორეს მხრივ, უზრუნველვყოთ ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს ამოცანა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ გაუფასურების ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. ამავე დროს მინდა ცალსახად ვთქვა, რომ რეცეპტი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ერთადერთი – მეტი ინვესტიცია, მეტი ექსპორტი და მეტი ტურისტი. ის გამოწვევები რაგამოწვევების ინაშეც ვდგავართ არ არის მარტივი და საჭიროებს, როგორც გრძელვადიან ასევე საშუალო და მოკლე ვადიან აქტიურ ქმედებებს“,-განაცხადა გირგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics