05:46 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 18:59:43, 1181 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტადარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია

„სახელმწიფო დაქვემდებარებაში აუცილებლად უნდა იყოს მძლავრი 400-500 საწოლზე გათვლილი, მულტიპროფილური, საუნივერსიტეტო საავადმყოფო. ამისთვის ერთადერთი მისაღები ლოკაცია დღევანდელი რესპუბლიკურის ტერიტორიაა, მას აქვს ცენტრალური მდებარეობა, დიდი ფართობი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით ხელმისაწვდომობა. დღეს, რესპუბლიკურის შენობის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია და იქ თანამედროვე სტანდარტების კლინიკის მოწყობა შეუძლებელია“, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, რესპუბლიკური საავადმყოფო, 2 ათეულ წელზე მეტია, სამედიცინო სექტორის ფლაგმანის როლს ვეღარ ასრულებს, რადგან ამორტიზებულების გამო, შენობის რესურსის მხოლოდ 15%-ია ათვისებული.

„იყო რამდენიმე მცდელობა განახლებულიყო რესპუბლიკური საავადმყოფო, წინა ხელისუფლების დროს, 2-3 თუ სამჯერ გაიხსნა კიდეც. მაგრამ ეს რემონტი და შელამაზება იყო ფასადური, ბუტაფორიული და კლინიკა ვერ ახერხებდა იმ მასშტაბით ფუნქციონირებას, რა მასშტაბებიც უნდა ჰქონოდა. არაერთი გეგმა შედგა და არაერთი პროექტის შექმნის მცდელობაც იყო, მაგრამ დღემდე, ქვეყანა არის დიდი, სერიოზული, მულტიპროფილური დაწესებულების და განსაკუთრებით სახელმწიფოს დაქვემდებარებული კლინიკის გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics