09:29 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 21:05:28, 1336 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - რუსმა ოლიგარქმა, ბორის ივანიშვილმა, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, თავისუფალ მედიას გაჩუმების განაჩენი გამოუტანა

რუსმა ოლიგარქმა, ბორის ივანიშვილმა, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განაჩენი გამოუტანა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა დღევანდელ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსმა ოლიგარქმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გაჩუმება გადაწყვიტა, ტელეკომპანიას კი სოლიდარობა გამოუცხადა.

„რუსმა ოლიგარქმა, პუტინ-ევტუშენკოვის ხელის ბიჭმა - ბორის ივანიშვილმა, ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოუტანა დახურვის, გაჩუმების გადაწყვეტილება. სიმტკიცე და გამძლეობა „ფორმულელებო“! ამ ბრძოლას ოკუპანტების, კრემლისტებისა და პუტინისტების წინააღმდეგ, ქართველი ხალხი მოიგებს“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დაეკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics