03:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 13:32:50, 5414 ნახვა

High - Tech
100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

   ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

მარვინ ლიაო  - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI, Worthix, Indio, Pipefy, Innovacer, Vela, Apostrophe და სხვა.
ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელმაც 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 50-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: სამომხმარებლო (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმოო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
ტიმ ვაგნერი -  ინვესტორი და Momentum Engine (San Francisco)- ის დამფუძნებელი პარტნიორი. აქვს მარკეტინგის, პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.
აშერ სიდიქუი  - ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილების მეწარმე და მრჩეველთა საბჭოს წევრი: Race Capital, Merus Capital, Sukna Ventures და სხვა. არის სტენფორდის უნივერსიტეტსა და Global Innovation Catalyst -ში მოწვეული ლექტორი.
გიორგი ბაჩიაშვილი - სარისკო კაპიტალის ფონდის Mission Gate-ის დამფუძნებელი, რომელიც გლობალურ ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანადამფუძნებელი და მეწარმე, ვენჩურული კაპიტალისტი და კრიპტო ინვესტორი.
      თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 28 სექტემბერს  გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

      ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021  წლის 23 ივნისს მეშვიდედ  გამოაცხადა.

        პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics