12:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 10:52:36, 352 ნახვა

სამართალი
ტრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის, ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნასიბახონ აბდულლაევას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნასიბახონ აბდულლაევას ბრალი ედებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის  არასრულწლოვანის უ.ა.-ს მიმართ ტრეფიკინგის განხორციელებაში. 

"მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა  საქართველოს ს.ს.კ-ის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს ს.ს.კ-ის 1431 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ნ. აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად  სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ.ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი,  შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას. 
2015 წლის 31 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა  მთლიანად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის  „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics