2020-09-17 14:41:54, 1581 ნახვა
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება
ბელგიური „გენტისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.
ჩაკვეტაძეს გუშინ საბოლოო გამოკვლევები ჩაუტრადა და ექიმების განცხადებით, ფეხბურთელი ვარჯიშის განახლებას ერთ კვირაში, ხოლო თამაშს ორ კვირაში შეძლებს.
გიორგის ტრავმით ბელგიური პრესა აქტიურად იყო დაინტერესებული, ისინი შიშობდნენ, რომ ქართველს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და სეზონი მისთვის დასრულებული იყო.
ასევე შეგახსენებთ, რომ „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია, სადაც კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება, მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,