2020-03-29 17:50:15, 22501 ნახვა
ომი უკრაინაში
ათონის მთის მონასტერში მოღვაწე ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა
საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში მოღვაწე ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას orthodox times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებული 60 წლის ბერია, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ინგლისში იმყოფებოდა.
ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, მონაზონს კონტაქტი ჰქონდა მონასტრის საძმოს რამდენიმე წევრთან, რომლებიც ამ დროისთვის საკუთარ სენაკებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,