22:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 12:57:40, 1083 ნახვა

ომი უკრაინაში
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი - დილით საირმეს საკარანტინე სივრცეში 9 ადამიანი შეიყვანეს

დღეს დილით საირმეს საკარანტინო სივრცეში 9 ადამიანი შეიყვანეს. პაციენტები ჩამოფრინდნენ ბრიუსელის რეისით.

გარდა ამისა, საჩხერის საკარანტინე სივრცე 11 პაციენტმა დატოვა. ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.

„საჩხერის საკარანტინე სივრცეში გვყავს 29 ბენეფიციარი, 11 დატოვა დღეს დილით საკარანტინე სივრცე და ეს გადაწყვეტილება მირებულია, რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ წყალტუბოს სანატორიუმში ჯამში განთავსებულია 103 პაციენტი.

„წყალტუბოშია, როგორც მოგეხსენებათ, სანატორიუმში განთავსებული და დილის მონაცემებით, იქ გვყავს 103 ბენეფიციარი. გუშნ საღამოს დაიტვირთა ასევე კურორტ საირმეს საკარანტინე სივრცე, სადაც მოხდა განთავსება ღამით 35 ბენეფიციარის, რომელიც ღამით საფრანგეთის რეისით ჩამოფრინდა საქართველოში. ხოლო სადღაც დილის საათებში, კიდევ შევიდა ბრიუსელის რეისით 9 ბენეფიციარი. აჟამად იქ იმყოფება 44 ადამიანი“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics