21:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 22:29:13, 10509 ნახვა

ომი უკრაინაში
„ევექსი კლინიკები" კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს იწყებს

„ევექსი კლინიკები" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დასაქმებულთა სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, „ევექსი კლინიკებმა" გადაამზადა და ჩამოაყალიბა ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი,  რომლებიც იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.

„ევექსი კლინიკების" ოჯახის ექიმები სხვადასხვა კომპანიაში დღის განმავლობა დასაქმებულებს შეამოწმებენ. სამედიცინო პერსონალი გასცემს რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ასევე, უპასუხებენ ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რაც COVID 19-ის შესახებ დაისმება.

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ჩაერთვება „ევექსი კლინიკების" მოძრავი კლინიკაც. ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი" საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ივლის რეგიონში და მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. ამჯერად, კლინიკა, ახალი პროექტის ფარგლებში, გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფით, დიდ კომპანიებში მივა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებს.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მონაწილეები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის, კურიერული და ადმინისტრაციული მომსახურების სექტორში დასაქმებულები. „ევექსი კლინიკების" ექიმების გუნდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას ეწვევა და ეტაპობრივად გაუწევს კონსულტაციას მათ დასაქმებულებს.

 

#ერთმანეთზეზრუნვით

#კორონადამარცხებადია

#ჩვენშევძლებთ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics