11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 15:34:23, 875 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
სამხედროები დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ბაგებში სტიქით დაზარალებულ სამ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში უკვე ორი დღეა  სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები გროვდება. აქციაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

საკვების, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების შეგროვება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში კვლავ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაუწიონ.

სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა პირველივე წუთებიდანაა ჩართული. ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, საინჟინრო, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობს. გაწმენდა-აღდგენით სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდიის  პირადი შემადგენლობაც. ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, ასევე ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიაზე და სოფელ ახალდაბასთან, რომელიც ყველაზე რთულ ობიექტს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics