10:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 14:50:33, 708 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა:

„შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოგისტიკის ტრანსფორმაცია, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება; Mission Command მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერ თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყების მიზანია ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ერთგული რჩება ნატოს მოთხოვნის მიმართ და თავდაცვის დანახარჯებისთვის უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 2%-ის გამოყოფას. უფრო მეტიც, გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით 4%-დან 20%-მდე გაგვეზარდა თავდაცვის ბიუჯეტიდან თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციაზე მიმართული თანხები“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics